2025 წლის 19 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის სხდომაზე იოსებ არჩვაძე დააჯილდოვეს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, იოსებ არჩვაძეს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ექსპერტის სტატუსი მიენიჭა. ეს სტატუსი ეხება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამეცნიერო საქმიანობის წლიური ანგარიშების შეფასებას ეკონომიკის დარგში.
ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი ულოცავს ბატონ იოსებ არჩვაძეს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში.