საგამოცდო პროცესი

საგამოცდო ცენტრის შესახებ

 

საგამოცდო ცენტრის ფუნქციები

საგამოცდო ცენტრს უნივერსიტეტის დებულებით განსაზღვრული
უფლებამოსილების გარდა დამატებით აქვს შემდეგი ფუნქციები:

ა) საგამოცდო პროცესის მონიტორინგი, შეფასება და გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორების მიზნით, შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა;
ბ) საგამოცდო პროცესში მონაწილე მხარეებისადმი (ლექტორები, სტუდენტები, სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერები, დამკვირვებლები და სხვ.) გამოცდებთან დაკავშირებული ინფორმაციის დროული და სრულყოფილი მიწოდება;
გ) შუალედური, დასკვნითი, დამატებითი გამოცდების მასალების მომზადება გამოცდებამდე 5 (ხუთი) სამუშაო დღით ადრე მაინც, საგამოცდო მასალების შესაბამისი კურსის სილაბუსებთან (შედარებაში არ იგულისხმება შინაარსობრივი თემატიკის გადამოწმება) შედარების ორგანიზება და დამკვირვებლებისთვის მიწოდება;
დ) საგამოცდო ნაშრომების ლექტორებისთვის გადაცემა;
ე) გამოცდის შედეგების (სტუდენტთა შეფასებების) სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ ბაზაში შეტანა;
ვ) სასწავლო კურსის განმახორციელებელი პერსონალის მიერ საგამოცდო საკითხების დროული მიწოდების კონტროლი;
ზ) თავისი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, საგამოცდო პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

  • ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის საგამოცდო პროცესის ადმინისტრირების წესი

საკონტაქტო ინფორმაცია

ნატალი კიკალიშვილი - საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელი
ელ. ფოსტა: natali.kikalishvili@cu.edu.ge
მობ: +995 (431) 23 79 79 

ქეთევან კუბლაშვილი - საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
ელ. ფოსტა: ketevan.kublashvili@cu.edu.ge
მობ: +995 (431) 23 79 79 

ხატია ხარატიშვილი - საგამოცდო ცენტრის სპეციალისტი
ელ. ფოსტა: Khatia.Kharatishvilii@cue.edu.ge
მობ: +995 (431) 23 79 79 

კითხვა-პასუხი

გამოცდაზე რამდენი წუთით დაგვიანების უფლება აქვს სტუდენტს?

არაუმეტეს 15 წუთისა 

რისი შეტანის უფლება აქვს გამოცდაზე სტუდეტს?

გამოცდაზე შეიტანოს მხოლოდ სასმელი წყალი, საწერ-კალამი და ლექტორის მიერ საგამოცდო
მასალის თავფურცელზე მითითებული ნებადართული ნივთები;

რამდენ დღეში შეუძლია სტუდენტს გაასაჩივროს ნაშრომი?

სტუდენტი უფლებამოსილია,წერითი გამოცდის შედეგების გამოქვეყნებიდან 2 (ორი) სამუშაო დღის ვადაში, მიმართოს საგამოცდო ცენტრს თავის მიერ შესრულებული საგამოცდო ნაშრომის გაცნობის მიზნით, ხოლო სასწავლო კურსის განმახორციელებელ ლექტორს საგამოცდო ნაშრომის განხილვის მიზნით.

სტუდენტი უფლებამოსილია ზეპირი ფორმით გამოცდაზე მიღებული შეფასების შედეგების გაცნობიდან, 1 (ერთი) სამუშაო დღის ვადაში, წერილობითი განცხადების საფუძველზე გაასაჩივროს მიღებული შეფასება. გასაჩივრების პროცედურა წარიმართება ამ მუხლის მე-2 მე-7 პუნქტების შესაბამისად. ზეპირი გამოცდის მიმდინარეობა იწერება სტუდენტის თანხმობით.