“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” 9-13 ივნისს სტუდენტებისთვის სამეცნიერო კვირეული გაიმართება, რომელსაც ორგანიზებას უწევს უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი ფაკულტეტებთან ერთად.
კვირეულის მიზანია სტუდენტებში კვლევითი უნარების განვითარება და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება.
დაგეგმილია მრავალფეროვანი შეხვედრები და ვორქშოპები როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის, ისე მოწვეული სტუმრების მონაწილეობით. აქტივობები ჩატარდება ჰიბრიდულად — უნივერსიტეტის კამპუსში და ონლაინ, Zoom პლატფორმის მეშვეობით.
შეხვედრების განრიგი ქართულ და ინგლისურ ენაზე იხილეთ ბმულზე:
ქართულ ენაზე: https://cue.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/sametsniero-kvireuli-studentebisthvis-2025.pdf
ინგლისურ ენაზე: https://cue.edu.ge/wp-content/uploads/2025/06/Research-Week-for-students-2025-1.pdf
იმ ღონისძიებებისთვის, რომლებიც ZOOM პლატფორმაზეა განსაზღვრული, გთხოვთ, გამოიყენოთ ფაილის ბოლოს მითითებული ბმული და შეუერთდეთ შეხვედრას შესაბამის დროს.
ყველა მონაწილე, მიიღებს ელექტრონულ სერტიფიკატს.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: science.center@unik.edu.ge