სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები, სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე – “საგადასახადო სისტემა საქართველოში” გაიმართა

სამეცნიერო კვირეულის ფარგლებში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე – “საგადასახადო სისტემა საქართველოში” გაიმართა.

ლექციას შემოსავლების სამსახურის ქუთაისის სერვისცენტრის ხელმძღვანელი ინგა ბოჭორიშვილი უძღვებოდა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საგადასახადო საკითხებზე და იმ მომსახურების სახეებზე, რისი მიღებაც გადასახადის გადამხდელებს შეუძლიათ შემოსავლების სამსახურში.