სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

ტრენინგი კურსდამთავრებულებისთვის: “AI და მისი გამოყენება პროფესიულ განვითარებაში”

12 ივნისს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” კურსდამთავრებულებისთვის ტრენინგი თემაზე „AI და მისი გამოყენება პროფესიულ განვითარებაში“ გაიმართა.

ტრენინგის მიზანი იყო კურსდამთავრებულებისთვის ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული ინსტრუმენტების შესახებ ცოდნის მიწოდება, რაც მათ დაეხმარება:

▪ პროფესიული და კარიერული უნარების გაუმჯობესებაში
▪ შრომის ბაზარზე ეფექტურ ინტეგრირებაში
▪ თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების სრულად გამოყენებაში

მსგავსი ტიპის ღონისძიებები უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც მიზნად ისახავს კურსდამთავრებულთა პრაქტიკული უნარების განვითარებასა და მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას თანამედროვე ბაზრის პირობებში.