სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები, სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” “საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიის” (IEDA) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” “საერთაშორისო განათლებისა და განვითარების აკადემიის” (IEDA) მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ ფორუმს უმასპინძლა.

ფორუმის მიზანი 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდების ჩართვა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვაში და რეკომენდაციების მომზადებაში იყო.

ფორუმზე ახალგაზრდებმა იმუშავეს გარემოს დაცვის, ქალაქის განვითარების, განათლების, კულტურის, სპორტის და თავისუფალი ინიციატივების საკითხებზე. იმსჯელეს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის პრიორიტეტებზე, სოციალური ანგარიშვალდებულებების მექანიზმებზე და იმ ინიციატივებზე, რომლებიც ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია.

ფორუმის ბოლოს შეიქმნა რეკომენდაციების დოკუმენტი, რომელიც დაფუძნებულია ახალგაზრდების იდეებზე და გადაეცემა ქუთაისის მუნიციპალიტეტს.

ახალგაზრდული ფორუმი განხორციელდა ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით. იმერეთის რეგიონში პროექტს ახორციელებს საერთაშორისო განათლების და განვითარების აკადემია IEDA, თელავის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან პარტნიორობით.