სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

პოსტერების კონკურსი სტუდენტებისთვის – “პლაგიატის პრევენცია”

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრი აცხადებს პოსტერების კონკურსს თემაზე “პლაგიატის პრევენცია”.

კონკურსის მიზანია: სტუდენტებში პლაგიატის მავნე პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლება და აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების პოპულარიზაცია. ინიციატივა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შემოქმედებითი ფორმით გამოხატონ თავიანთი დამოკიდებულება პლაგიატის წინააღმდეგ და წვლილი შეიტანონ კეთილსინდისიერი აკადემიური გარემოს შექმნაში.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტებს.

პოსტერის ფორმატი და ტექნიკური მოთხოვნები: 

  • პოსტერის ზომა: A3 (PDF ფორმატში)
  • შესრულება შესაძლებელია როგორც ხელით (თეთრ თაბახის ფურცელზე ფერადი მარკერების, ფანქრების ან აკრილის გამოყენებით), ასევე ელექტრონულად – Adobe Illustrator-ში.

პოსტერი უნდა იყოს ორიგინალი (პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში ნამუშევარი კონკურსიდან მოიხსნება).

I, II და III ადგილზე გასული სტუდენტები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო პრიზებით.

კონკურსში მონაწილე სტუდენტებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

პოსტერების გამოგზავნის ბოლო ვადა: 20 მაისი, 2026.

პოსტერები უნდა გაგვიზიაროთ ელფოსტაზე: science.center@unik.edu.ge

Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ: “პოსტერების კონკურსი – თქვენი სახელი და გვარი”