მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტისა და “სს ვიანი სისხლის ცენტრის” პარტნიორობის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

2025 წლის 4 ივლისს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტისა და “სს ვიანი სისხლის ცენტრის” პარტნიორობის ფარგლებში, სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა.

სისხლის უანგარო დონორები იყვნენ როგორც ქართველი, ასევე, საერთაშორისო სტუდენტები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია ცნობიერების ამაღლება უსაფრთხო სისხლისა და სისხლის საკმარისი მარაგის არსებობის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” სისხლი უანგაროდ 30-მდე დონორმა გაიღო.  სისხლის უანგარო დონაცია ტრადიციულ ხასიათს ატარებს და წელიწადში რამდენჯერმე იმართება.