11 ოქტომბერს, ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში, ფრენბურთის კლუბის შესარჩევი ჩეპიონატი ჩატარდა.
შიდა ტურნირში მონაწილეობა მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს.
ჩემპიონატზე წარმატებით მოასპარეზე სტუდენტები უნივერსიტეტის ფრენბურთის გუნდში გასაწევრიანებლად შეირჩნენ. გუნდი განახლებული შემადგენლობით, მწვრთნელთან ერთად სისტემატურად ივარჯიშებს და მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებში.
ჩემპიონატი ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.