“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” “პოლონეთის ბიზნესის უმაღლეს სკოლა – ლუისის ეროვნულ უნივერსიტეტთან ” (Wyższa Szkoła Biznesu – National Louis University) თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, რაც ორ ინსტიტუციას შორის აკადემიური და ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის.
მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის ურთიერთსასარგებლო საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებას ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გაცვლა, აკადემიური ინფორმაციის, გამოცდილებისა და მასალების გაზიარება, ერთობლივი კვლევითი აქტივობების დაგეგმვა და განხორციელება, ასევე კონფერენციების, ტრენინგების, კურსებისა და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების ორგანიზება.
თანამშრომლობის ფარგლებში მხარეები ასევე გამოხატავენ მზადყოფნას იმუშაონ ხარისხის განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერების, ტექნოლოგიური პროგრესის, ინოვაციის, კვლევისა და ანალიზის, საერთაშორისო ხილვადობისა და უნივერსიტეტთაშორისი თანამშრომლობის ქსელების განვითარების მიმართულებით.
მემორანდუმი წარმოადგენს ორ უნივერსიტეტს შორის სამომავლო კონკრეტული ინიციატივებისა და პროექტების განვითარების ზოგად ჩარჩოს და არ ითვალისწინებს ავტომატურ ფინანსურ ვალდებულებებს მხარეებისთვის.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” მნიშვნელოვნად აფასებს საერთაშორისო პარტნიორობების გაფართოებას და მიიჩნევს, რომ მსგავსი შეთანხმებები ქმნის ახალ შესაძლებლობებს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის და ხელს უწყობს უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის კიდევ უფრო გაძლიერებას.