მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტმა მეტი სიცოცხლის გადასარჩენად ძუძუს კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის საინფორმაციო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა

25 ოქტომბერს, ქუთაისში, ცენტრალური ბაღის ტერიტორიაზე, ძუძუს კიბოს სკრინინგის პოპულარიზაციის მიზნით აქცია სლოგანით “გავერთიანდეთ ძუძუს კიბოს წინააღმდეგ” გაიმართა.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“ მედიცინის ფაკულტეტის ინიციატივით, უნივერსიტეტმა აქტიურად მიიღო მონაწილეობა მარათონში და ორგანიზება გაუწია საგანმანათლებლო შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობაში.

ღონისძიების მიზანს, საზოგადოების მიერ ძუძუს კიბოს პრობლემის გათვითცნობიერება, ქალთა ცოდნის ამაღლება ძუძუს დაავადებების ადრეული გამოვლენის მნიშვნელობის და მეთოდებზე ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა.

ღონისძიების დასასრულს გამართული მარათონი, ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდა.