სხვადასხვა

Halloween 2025 ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში!

3 ნოემბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” Halloween 2025 გაიმართა , რომელიც ერთი დღით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო სივრცეს მისტიურ და ჯადოსნურ ატმოსფეროდ აქცევდა. საშიში დეკორაციები, ფერადი განათებები და თემატური მუსიკა დღესასწაულისთვის შესაფერის გარემოს ქმნიდა.
 
ღონისძიება დატვირთული იყო სხვადასხვა აქტივობებით, მათ შორის სამაგიდო თამაშით Blood on the Clocktower და ფილმის ჩვენებით. 
 
ჰელოუინი “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” უკვე ერთ-ერთ ყველაზე მხიარულ და შემოქმედებით ტრადიციად იქცა, რომელიც სტუდენტებს საშუალებას აძლევს, საკუთარი ფანტაზია და კრეატიულობა გუნდურად შექმნილ დეკორაციებსა და კოსტიუმებში გამოხატონ.