მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტმა დიაბეტის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები გამართა

დიაბეტის საერთაშორისო ფედერაცია და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 14 ნოემბერს, დიაბეტის მსოფლიო დღეს აღნიშნავს.

დიაბეტის მსოფლიო დღის აღნიშვნა მოიცავს ამ დაავადებასთან დაკავშირებულ უმნიშვნელოვანეს პრობლემებს და მიუთითებს სამთავრობო, საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, ფარმაცევტულ კომპანიებს, ექიმებს, ძალისხმევის გაერთიანებისკენ, რათა დიაბეტით დაავადებულთა მდგომარეობა უკეთესობისკენ შეცვალონ.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” მედიცინის ფაკულტეტმა, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტის მხარდაჭერით, განახორციელა პროექტი “დიაბეტი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე”.

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის ცენტრალური ბაღის ტერიტორიაზე ჩატარდა საგანმანათლებლო აქცია, რომელიც ემსახურებოდა მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას დიაბეტთან დაკავშირებით. მოსახლეობას ჩაუტარდათ სისხლში გლუკოზის დადგენის ტესტირება, გაეწიათ კონსულტაცია ექიმი-ენდოკრინოლოგის მხრიდან და დაურიგდათ სასაჩუქრე ვაუჩერები გლუკომეტრების შესაძენად.