25 ნოემბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ჭადრაკის ტურნირი “შემოდგომის თამაში 2025“ ჩატარდა
ღონისძიება მიზანს წარმოადგენდა, უნივერსიტეტში მოქმედი ჭადრაკის კლუბის განვითარების ხელშეწყობასა და სტუდენტური ცხოვრების მხარდაჭერას.
ტურნირში მონაწილეობდნენ როგორც ქართველი, ისე უცხოელი სტუდენტები, რაც ღონისძიება განსაკუთრებულად ინტერაქტიური და საინტერესო გახადა.
ტურნირის შედეგებით გამოვლინდა სამი საუკეთესო მოთამაშე:
I ადგილი – ნავინ სინგჰი
II ადგილი – პრაშანტანტ ლოდჰე
III ადგილი – დავით კურეტიშვილი
გამარჯვებულები სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.
ჭადრაკის ტურნირი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.