საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” ველიკო ტარნოვოს წმინდა კირილის და მეთოდეს სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტს უმასპინძლა

24-25 ნოემბერს “ევროპის ცენტრალურმა უნივერსიტეტმა” “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში ველიკო ტარნოვოს წმინდა კირილის და მეთოდეს სახელობის უნივერსიტეტის დოქტორანტ იანი პაპაზოვს უმასპინძლა, რომლის კვლევა მონასტრული მემკვიდრეობის სოციალურ და ისტორიულ როლს შეეხება.

ვიზიტის მთავარი მიზანს საგანმანათლებლო და სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვა და დოქტორანტის მიმდინარე კვლევის მხარდაჭერა წარმოადგენდა.

ვიზიტის მსვლელობისას პაპაზოვს ჰქონდა აკადემიური შეხვედრა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელთან გოჩა უგულავასთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა CUE-ს სტუდენტებთან მომავალში ერთობლივი სამეცნიერო პუბლიკაციების მომზადების შესაძლებლობები.

შეხვედრის განმავლობაში მხარეებმა განიხილეს პაპაზოვის მონაწილეობა აკადემიურ კონფერენციებში და ის, თუ როგორ შეიძლება ქართული და ბულგარული მონასტრული ტრადიციების შედარებითმა ანალიზმა გაამდიდროს მისი სადისერტაციო ნაშრომი.

შეხვედრის განმავლობაში ყურადღება გამახვილდა მონასტრების სოციალურ ღირებულებაზე და მათ ისტორიულ მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის კულტურულ კონტექსტში.

მისი კვლევითი ინტერესების გათვალისწინებით, უნივერსიტეტმა ვიზიტორისთვის ორგანიზება გაუკეთა იმერეთის რეგიონის რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობის ტურს. პაპაზოვმა მოინახულა გელათის მონასტერი (UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი), მოწამეთა მონასტერი და ბაგრატის ტაძარი.

ვიზიტმა საფუძველი შეუქმნა “ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტსა” და “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს” შორის თანამშრომლობის შემდგომ განვითარებასა და კულტურათაშორისი კვლევების მომავალ ინიციატივებს. მიღებული გამოცდილება და აკადემიური კონტაქტები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პაპაზოვის სადოქტორო კვლევაში.