სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა

10 დეკემბერს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ფილმის ჩვენება და დისკუსია გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში დამსწრეებმა ნახეს ჯესი ნელსონის ფილმი – “მე სემი ვარ” (I Am Sam). ფილმში სიუჟეტი სემის ცხოვრებაზე ვითარდება, რომელიც ინტელექტუალური შეზღუდვის მიუხედავად ცდილობს შვილზე ზრუნვას და მისი უფლებების დაცვას.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის, მათ მიმართ საზოგადოებისა და სისტემის დამოკიდებულების შესახებ.

ასევე, დისკუსიისას ყურადღება გამახვილდა ბავშვის უფლებებზე, ბავშვის ინტერესების დაცვის უპირატესობაზე.

ღონისძიებას მოდერატორობა “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იურიდიული სამსახურის წარმომადგენლებმა გაუწიეს.