“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” არსებული კონფუცის კლასი ახალ სასწავლო წელს ოფიციალურად შეუდგა. კონფუცის კლასის ახალი სტუდენტებისთვის სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან მათ შესაძლებლობა მიეცათ გასცნობოდნენ ჩინურ ენასა და კულტურას.
სასწავლო წლის გახსნის ღონისძიებაზე დამსწრე სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” რექტორმა და კონფუცის კლასის ხელმძღვანელმა. მათ ხაზი გაუსვეს ჩინური ენის მნიშვნელობას თანამედროვე მსოფლიოში, მის როლს აკადემიურ და პროფესიულ განვითარებაში, ასევე საერთაშორისო განათლების მნიშვნელობასა და მის მიერ გახსნილ შესაძლებლობებს.
გახსნის ღონისძიების შემდეგ სტუდენტებს ჩაუტარდათ პირველი სასწავლო გაკვეთილები HSK 1 დონის ფარგლებში. დიდი ინტერესისა და მაღალი ჩართულობის შედეგად ჩამოყალიბდა ორი ახალი სასწავლო ჯგუფი, რომლებიც სრულად გაივლიან აღნიშნულ კურსს.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასი მიზნად ისახავს, როგორც სტუდენტებისთვის ხარისხიანი, საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული განათლების შეთავაზებას, აგრეთვე ჩინური ენის, კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაციას.
“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კონფუცის კლასი სტუდენტებს წარმატებებს უსურვებს.