სხვადასხვა

ვორქშოპი სკოლის მოსწავლეებისთვის “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”

მათემატიკის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში”, ვორქშოპი თემაზე: “AI Web Lab: ვებ-მაგია AI-ის დახმარებით” გაიმართება.

თუ გინდა გაიგო, როგორ შექმნა შენი პირველი ვებ-გვერდი მარტივად და სწრაფად, AI Web Lab – შესაძლებლობა შენთვისაა:

  • გამოიყენო Google AI Studio, Claude და სხვა AI ხელსაწყოები
  • ააწყო მარტივი, კრეატიული ვებ-საიტები
  • მიხვდე, როგორ ერთიანდება კოდი + ხელოვნური ინტელექტი
  • განავითარო სტარტაპების და დიზაინის იდეები

ადგილი: აუდიტორია 504

დრო: 2026 წლის 14 მარტი 11:00 საათი

ვისთვის: IX-XII კლასელები, რომლებიც მზად არიან ექსპერიმენტისთვის

ადგილმდებარეობა: “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“, ქუთაისი, აკაკი წერეთლის ქუჩა N13.

მოდი, შექმენი შენი პირველი ვებ-შედევრი AI-ის დახმარებით და დაუმატე მომავლის ტექნოლოგიები საკუთარ იდეებს

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ანკეტების შესწავლისა და გასაუბრების შედეგების მიხედვით.

რეგისტრაცია: სარეგისტრაციო ბმული

 

სამუშაო განრიგი:

14 მარტი 2026

  • 10:00 – 11:00 მონაწილეთა რეგისტრაცია
  • 11:00 – 11:45 სესია 1 – ვების ძირითადი ტერმინები და განმარტებები11:45 – 12:00  შესვენება
  • 12:00 – 13:00 სესია 2 – როგორ შევქმნათ საკუთარი ვებგვერდი AI-ის დახმარებით
  • 13:00 – 14:30 „მე თვითონ“ (ჯგუფების შექმნა, ვებგვერდის იდეის გენერირება, მენტორის დახმარებით საიტის აწყობა)
  • 14:30 – 15:00 შექმნილი საიტების პრეზენტაცია, სერტიფიკატების გადაცემა

ვორქშოპი არის პრაქტიკაზე ორიენტირებული სასწავლო ღონისძიება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით დამოუკიდებლად შექმნან საკუთარი ვებგვერდი. ვორქშოპის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ვებდეველოპმენტის ძირითად ტერმინებსა და ცნებებს, ისწავლიან როგორ შეიძლება ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იდეების გენერირებისთვის, დიზაინის შექმნისა და ვებგვერდის აწყობის პროცესში.

ღონისძიება აერთიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ სამუშაოს. მოსწავლეები მენტორის დახმარებით იმუშავებენ ჯგუფებში, მოიფიქრებენ ვებგვერდის იდეას და ეტაპობრივად შექმნიან საკუთარ საიტს. ვორქშოპი ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, გუნდური მუშაობის, ტექნოლოგიური უნარებისა და კრეატიულობის განვითარებას.

ვორქშოპის დასრულების შემდეგ წარმატებულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.