10 თებერვალს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა, სკოლის მოსწავლეებისთვის გამართა პრეზენტაცია და უნივერსიტეტის, ფაკულტეტის, გაცვლითი პროგრამების, საერთაშორისო პარტნიორების და უნივერსიტეტში სწავლების შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.
საუნივერსიტეტო ტურის ფარგლებში საერთაშორისო სამსახურის მენეჯერმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო ინფორმაცია უნივერსიტეტის მიერ სტუდენტებისთვის შეთავაზებული გაცვლითი პროგრამების და საერთაშორისო პარტნიორების შესახებ.
საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენლებმა სკოლის მოსწავლეებისთვის უნივერსიტეტის კამპუსის ტური მოაწყვეს. მოსწავლეებმა სასამართლო დარბაზი, ბიბლიოთეკა, აუდიტორიები და კონფუცის კლასი დაათვალიერეს.
კონფუცის კლასში მათთვის მცირე პრეზენტაცია და შემეცნებითი სახალისო აქტივობა გაიმართა.