“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” (CUE), აცხადებს კონკურსს ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის. ერაზმუს+ KA171 პროგრამის ფარგლებში შესაძლებელია მოკლევადიანი სასწავლო-კვლევითი ვიზიტის განხორციელება თურქეთის ორ პარტნიორ უნივერსიტეტში.
პროგრამა მიზნად ისახავს დოქტორანტების კვლევითი პოტენციალის განვითარებას, საერთაშორისო აკადემიური კავშირების გამყარებასა და პროფესიული ზრდის ხელშეწყობას.
ხელმისაწვდომი კვოტები:
- კაისერის უნივერსიტეტი (თურქეთი) მობილობის ხანგრძლივობა: 5–14 დღე , მგზავრობის ჩათვლით. დაგეგმილი პერიოდი: 2026 წლის მაისის მეორე კვირა, მასპინძელი უნივერსიტეტის გრაფიკის შესაბამისად.
- კარაბუქის უნივერსიტეტი (თურქეთი) მობილობის ხანგრძლივობა: 13 დღე, მგზავრობის ჩათვლით. ვიზიტის ზუსტი თარიღები მოქნილია, თუმცა მობილობა უნდა განხორციელდეს 2025–2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
მონაწილეობის პირობები
საკონკურსო განაცხადის წარსადგენად კანდიდატი ვალდებულია:
- იყოს ჩარიცხული ეკონომიკის სადოქტორო პროგრამაზე (სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი);
- ფლობდეს მინიმუმ 2.50 GPA;
- დაადასტუროს ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
- წარადგინოს მოტივაციის წერილი, CV და კვლევითი გეგმის მოკლე აღწერა.
შერჩევის კრიტერიუმები:
კანდიდატები შეფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: აკადემიური მოსწრება, ინგლისური ენის ცოდნის დონე, კვლევითი პროფილის შესაბამისობა და ინგლისურენოვანი გასაუბრების შედეგები.
სპეციალური საჭიროებების მქონე სტუდენტები სარგებლობენ უპირატესობით შეფასების პროცესში ერაზმუს + პოლიტიკის შესაბამისად.
განაცხადის წარდგენის წესი:
განაცხადი წარდგენილ უნდა იქნეს ონლაინ ფორმის მეშვეობით: https://forms.gle/h7g3oTJNN4y5R54i8
საჭირო დოკუმენტაცია:
- CV (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- კვლევითი საქმიანობის მოკლე აღწერა (1–2 გვერდი)
- აკადემიური მოსწრების ამონაწერი
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
- საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელი კანდიდატები (მინიმუმ B2 დონე) გათავისუფლდებიან საუნივერსიტეტო გამოცდის ჩაბარებისგან.
მნიშვნელოვანი ვადები:
განაცხადის მიღების ბოლო ვადა:
9 მარტი, 12:00 საათი
ინგლისური ენის გამოცდა (საჭიროების შემთხვევაში):
11 მარტი, 12:00 საათი
გასაუბრება: 13 მარტი, 12:00 საათი
შერჩევის პროცესი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში:
ენის გამოცდა – საუნივერსიტეტო სივრცეში, გასაუბრება – დისტანციურად.