მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შიდა სამეცნიერო-კვლევით საგრანტო კონკურსი ცხადდება

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით შიდა სამეცნიერო-კვლევით საგრანტო კონკურსი ცხადდება

სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსი შემდეგი მიმართულებებით:

ა) ქირურგია;

ბ) ნეიროქირურგია;

გ) ნევროლოგია;

დ) რადიოლოგია;

ე) ფუნქციური/ნეირორადიოლოგია;

ვ) გინეკოლოგია;

ზ) პედიატრია;

თ) ონკოლოგია;

ი) ჯანდაცვა.

  1. კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე პირები:

სამეცნიერო-კვლევითი პროექტის კონკურსში განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის”, აფილირებულ აკადემიურ პერსონალს და არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს, რომელიც სხვა უნივერსიტეტთან არ არის აფილირებული. არააფილირებულ აკადემიურ პერსონალს კონკურსში განაცხადის წარმოდგენის უფლება აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თანახმაა პროექტი განახორციელოს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სახელით.

  1. საკონკურსო დოკუმენტაცია;

საპროექტო განაცხადი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ ელექტრონულად, მოთხოვნილი დოკუმენტების სრული პაკეტით. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში კონკურსანტს განესაზღვრება ვადა ხარვეზის აღმოსაფხვრელად არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღის ოდენობით, დადგენილ ვადაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საკონკურსო განაცხადი არ განიხილება.

საკონკურსო განაცხადი უნდა მოიცავდეს “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” კვლევის დაფინანსების წესით განსაზღვრულ შემდეგ დოკუმენტაციას:

დაფინანსების წესი 

ა. განაცხადის ფორმა (დანართი № 1);

ბ. საპროექტო განაცხადი უნივერსიტეტის ფორმატში (დანართი № 2);

გ. განაცხადის ყველა მონაწილის CV/რეზიუმე;

დ. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (უცხოეთში მიღებული განათლების შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი);

ე. კვლევით პროექტში უნივერსიტეტის სტუდენტის ჩართულობის შემთხვევაში, სტუდენტის ცნობა;

ვ. პროექტის ბიუჯეტი და დასაბუთება (დანართი №3);

ზ. ინფორმაცია თანადაფინანსებაზე (არსებობის შემთხვევაში);

თ. თანხმობის წერილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გამოყენებაზე.

  1. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის შეფასების კრიტერიუმები, საგრანტო პროექტის განაცხადი და სხვა დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კვლევის დაფინანსების წესში, ბმულზე:
  2. სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა არ უნდა აღემატებოდეს 30 000 (ათი ათასი) ლარს.
  3. შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსში, საკონკურსო დოკუმენტაცია მიიღება 2026 წლის 7აპრილიდან  – 2026 წლის 7 მაისის  ჩათვლით.
  4. შიდა სამეცნიერო-კვლევითი საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი და სრული დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@cue.edu.ge