სხვადასხვა

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მორიგი სემინარი გაიმართა

17 აპრილს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის ‘’STREET LAW” ფარგლებში მორიგი სემინარი ჩატარდა.

სემინარზე მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდა სამოქალაქო სამართლის სუბიექტებისა და ობიექტების, ასევე, ფიზიკური და იურიდიული პირის უფლებაუნარიანობის და ქმედუნარიანობის ცნებების შესახებ.

მონაწილეებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს და ევროპის საბჭოს, სტრუქტურის, საქმიანობის სფეროსა და მიზნების შესახებ.

სემინარი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლო დარბაზში მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.