“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში 24 აპრილს მორიგი სემინარი ჩატარდა.
სემინარზე მონაწილეებს ინფორმაცია მიეწოდა გარიგების ცნების, გარიგების სახეებისა და გარიგებათა ბათილობის საფუძვლების შესახებ. სწავლება ინტერაქტიული მეთოდით წარიმართა და თემასთან დაკავშირებით მონაწილეებმა სხვადასხვა შემთხვევის ანალიზზე იმუშავეს.
ასევე, მონაწილეებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები საერთაშორისო ორგანიზაციების, ევროპის კავშირისა (ევროპის სახელმწიფოთა ეკონომიკურ-პოლიტიკური გაერთიანება) და ნატოს (ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია), სტრუქტურის, საქმიანობის სფეროსა და მიზნების შესახებ.
სემინარი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლო დარბაზში გაიმართა და მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.