სხვადასხვა

“ერაზმუს+” პერსონალის ტრენინგ მობილობის შიდა კონკურსი დიმიტრიე კანტემირის უნივერსიტეტში

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აცხადებს ერაზმუს+ პერსონალის ტრენინგ მობილობის მიზნობრივ შიდა კონკურსს დიმიტრიე კანტემირის უნივერსიტეტში (ტირგუ მურეში, რუმინეთი) მობილობის განხორციელების მიზნით.

მობილობის პერიოდს წარმოადგენს 2026 წლის 25-29 ივნისს.

კონკურსის ფარგლებში შეირჩევა 3 პირი ადმინისტრაციული ან აკადემიური პერსონალიდან. მასპინძელი უნივერსიტეტის მოთხოვნით, კონკურსი მიზნობრივია და განკუთვნილია უნივერსიტეტის იმ თანამშრომლებისთვის, რომელთაც უკვე დამყარებული აქვთ შესაბამისი კავშირები დიმიტრიე კანტემირის პროფესურასთან.

კონკურსის შემდგომი ეტაპებია:

  • წარმოდგენილი სააპლიკაციო დოკუმენტაციის გადარჩევა;
  • განაცხადების მიღების ბოლო ვადა –  4 მაისი;
  • ინგლისური ენის ტესტირება (საჭიროების შემთხვევაში) – 6 მაისი, 12:00 საათი;
  • გასაუბრება საკონკურსო კომისიასთან – 11 მაისი, 10:00 საათი;

ინგლისური ენის ტესტირებისგან გათავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომელთაც უნივერსიტეტში მოქმედი პრაქტიკის/წესის შესაბამისად უკვე დადასტურებული აქვთ ინგლისური ენის შესაბამისი კომპეტენცია.

კონკურსი მიზნობრივია და განიხილება მხოლოდ სრულად წარმოდგენილი განაცხადები, რომლებიც მოიცავს მიმღები უნივერსიტეტის წინასწარ დასტურს. არასრული განაცხადები განხილვას არ დაექვემდებარება.

მობილობის გეგმის ფორმა ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე:
დანართი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე:
https://forms.gle/7vYMQd4r6uMfPJLm9