სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

Falling Walls Lab Georgia 2026 უკვე გელოდება!

გაქვს იდეა, რომელსაც შეუძლია ცვლილების მოტანა?

Falling Walls არის საერთაშორისო პიჩ-კონკურსი, სადაც სტუდენტები, ახალგაზრდა პროფესიონალები და მკვლევრები 3 წუთში წარადგენენ თავიანთ ინოვაციურ იდეებს.

თუ შენი იდეა ეხება მეცნიერებას, ტექნოლოგიებს, მდგრად განვითარებას ან საზოგადოებრივ ცვლილებებს და მას შეუძლია ბარიერების გარღვევა და უკეთესი მომავლის შექმნა მაშინ ეს სცენა შენთვისაა!

კონკურსის გამარჯვებული წარადგენს საქართველოს ბერლინში, 2026 წლის ნოემბერში, Falling Walls Lab-ის გლობალურ ფინალში, მსოფლიოს წამყვან ახალგაზრდა ინოვატორებთან ერთად.

ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, გააზიარო შენი ხედვა, შექმნა საერთაშორისო კავშირები და გახდე გლობალური ცვლილებების ნაწილი.

განაცხადის ბოლო ვადა: 22 მაისი

ადგილმდებარეობა: ხელოვნების ეროვნული მუზეუმი (7 რუსთაველის გამზირი, თბილისი)

რეგისტრაცია: falling-walls.com