ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის სიახლეები, საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” წარმომადგენლებმა ველიკო ტარნოვოს უნივერსიტეტში “ერაზმუს+” საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა

23-27 აპრილს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” ადმინისტრაციის თანამშრომლებმა “ერაზმუს+” პროგრამის მეექვსე საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა, რომელიც ბულგარეთში, ველიკო ტარნოვოს წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის უნივერსიტეტში გაიმართა.

საერთაშორისო კვირეული ეძღვნებოდა თემას „მობილობა და დიგიტალიზაცია: ევროპული უნივერსიტეტების მომავლის ფორმირება“.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტიდან” საერთაშორისო კვირეულში მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახურის წარმომადგენლები თამარ ხარაბაძე და მარიამ ხურცილავა, ასევე სასწავლო პროცესის ადმინისტრირების სამსახურის უფროსი თინათინ მეფარიშვილი.

უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ღონისძიების მონაწილეებს გააცნეს თავიანთი სამსახურების კომპეტენციების ფარგლებში დანერგილი პრაქტიკა და მიღწევები.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 43-მა აკადემიურმა და ადმინისტრაციულმა პერსონალმა ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, კოსოვოს, ეგვიპტის, საქართველოს, ესპანეთის, ისლანდიის, მოლდოვის, მონტენეგროსა და ნიდერლანდების უნივერსიტეტებიდან.

საერთაშორისო კვირეულის პროგრამა მოიცავდა ინსტიტუციურ პანელებს, პრაქტიკულ სესიებს და გამოცდილების გაზიარების შეხვედრებს, რომლებიც ეხებოდა მობილობის მართვას, საერთაშორისო პროექტებს, პარტნიორობებს და “ერაზმუს+” პროგრამის ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის.