საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტებმა ხორვატიაში “ერაზმუს+” შერეულ ინტენსიურ პროგრამაში მიიღეს მონაწილეობა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამართლის პროგრამის ექვსმა სტუდენტმა 20-24 აპრილს “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ შერეულ ინტენსიურ პროგრამაში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიებას, პროგრამის “ჭკვიანი უნივერსიტეტი, ჭკვიანი კამპუსი III” ფარგლებში ლავოსლავ რუჟიჩკას სახელობის ვუკოვარის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი მასპინძლობდა.

პროგრამის განმავლობაში, მონაწილეებმა გაიღრმავეს ცოდნა ჭკვიანი უნივერსიტეტისა და ჭკვიანი კამპუსის კონცეფციების შესახებ, გაეცნენ ციფრული ტრანსფორმაციისა და მონაცემთა დაცვის ძირითად პრინციპებს, ასევე ინტერდისციპლინარული პერსპექტივიდან გააანალიზეს მდგრადობისა და კეთილდღეობის საკითხები კამპუსის გარემოში.

გარდა ამისა, მონაწილეებმა გუნდური მუშაობის პრინციპით შეიმუშავეს და წარმოადგინეს ინოვაციური გადაწყვეტილებები, რამაც ხელი შეუწყო მათი პრაქტიკული, ანალიტიკური და თანამშრომლობითი უნარების განვითარებას საერთაშორისო აკადემიურ გარემოში.

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” აგრძელებს სტუდენტებისთვის საერთაშორისო საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას “ერაზმუს+” პროგრამის ფარგლებში.