სხვადასხვა

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მორიგი სემინარი გაიმართა

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” ფარგლებში 8 მაისს მორიგი სემინარი ჩატარდა.

პრაქტიკული სამართლის კურსის მოსწავლეთა მონაწილეობით იმიტირებული სასამართლო პროცესი საოჯახო სამართალში გაიმართა. მოსწავლეებს წინასწარ განაწილებული ჰქონდათ სასამართლო პროცესის მონაწილეთა როლები და შეჯიბრებაში აქტიურად ჩაერთნენ.

ასევე, კურსის ფარგლებში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტმა ბექა ფრუიძემ, მოსწავლეებს მემკვიდრეობითი სამართლის ძირითადი ინსტიტუტების შესახებ სემინარი ჩაუტარა. მოსწავლეები გაეცნენ კანონით და ანდერძით მემკვიდრეობის, სავალდებულო წილისა და სამკვიდროს გაყოფის შესახებ ინფორმაციას.

სემინარი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” იმიტირებულ სასამართლო დარბაზში გაიმართა და მონაწილეების აქტიური ჩართულობით, ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.

პრაქტიკული სამართლის კურსის “STREET LAW” მიზანია საბაზისო სამართლებრივი საკითხების სწავლება, რომელთა ცოდნაც მნიშვნელოვანია საზოგადოების სრულფასოვანი წევრობისა და აქტიური მოქალაქეობისათვის.