სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” 9-10 მაისს საგანმანათლებლო ღონისძიებას Model European Parliament (MEP) მასპინძლობდა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპარლამენტის მუშაობის პროცესის პრაქტიკულად გაცნობის შესაძლებლობას აძლევს.

ღონისძიების ფარგლებში დელეგატები მუშაობდნენ სხვადასხვა კომიტეტში და განიხილავდნენ თემებს: გარემოს დაცვას, ეკონომიკას, ადამიანის უფლებებს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

მონაწილეებმა შეიმუშავეს რეზოლუციები, მონაწილეობა მიიღეს დებატებში, დაიცვეს საკუთარი პოზიციები და მოისმინეს განსხვავებული ხედვები.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართეს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის”, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესის და სამართლის ფაკულტეტის დეკანმა თეონა გრიგოლაშვილმა, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა და ევროპის აკადემიური ცენტრის დამფუძნებელმა ეთერ სანაიამ.

Model European Parliament მონაწილეებს აძლევს უნიკალურ პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების, საჯარო გამოსვლების, დებატებისა და გუნდური მუშაობის უნარების განვითარებას.