მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტისა” და “ევროპის უნივერსიტეტის” ორგანიზებით, ტრენინგი “Pre-Clinical Teaching, Assessment and AI in Medical Education“ გაიმართა

“ევროპის უნივერსიტეტში” ტრენინგი “Pre-Clinical Teaching, Assessment and AI in Medical Education“ გაიმართა, რომელსაც დიდი ბრიტანეთის „სუონსის უნივერსიტეტის“ პროფესორი სტივენ კეიპი უძღვებოდა. ტრენინგში “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” აკადემიური პერსონალიც მონაწილეობდა.

პროგრამის ფარგლებში განიხილეს პრეკლინიკური სწავლების თანამედროვე მეთოდები, სტუდენტთა შეფასების ეფექტიანი მექანიზმები და ხელოვნური ინტელექტის როლი სამედიცინო განათლების განვითარებაში.

პროგრამა ხელს უწყობს აკადემიური სივრცის განვითარებას, საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სამედიცინო განათლებაში ინოვაციური მიდგომების დანერგვას, რაც სწავლების პროცესის კიდევ უფრო ეფექტიანად წარმართვას უზრუნველყოფს.