მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის სიახლეები

„ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში“ ღია კარის დღე გაიმართა

14 მაისს "ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში" ღია კარის დღე გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა აბიტურიენტებისთვის დიპლომირებული მედიკოსის ერთსაფეხურიანი ინგლისურენოვანი პროგრამის დეტალურ გაცნობას.

ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა გოჩა თუთბერიძემ, მედიცინის ფაკულტეტის დეკანმა თამარ პერტაიამ და პროგრამის ხელმძღვანელმა თინათინ გოგნაძემ გახსნეს. მათ ისაუბრეს სასწავლო კურიკულუმზე, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებსა და იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს.

ღონისძიება დატვირთული იყო თეორიული და პრაქტიკული ნაწილით, რომელიც მოიცავდა პირველადი დახმარების მასტერკლასს, ქვიზებს, მედიცინის ფაკულტეტის თანამედროვე ლაბორატორიების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და საბიბლიოთეკო სივრცეების დათვალიერებას.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა Anatomage-ის მეშვეობით შეისწავლეს ადამიანის ანატომია, Body Interact-ის გამოყენებით ჩაერთნენ ვირტუალური პაციენტების მართვაში, სცადეს ლაპაროსკოპიული სიმულატორი, ფიზიოლოგიის ლაბორატორიაში მიკროსკოპით დააკვირდნენ პრეპარატებს და შეასრულეს ეკგ-ის ჩანაწერი.

აღსანიშნავია, რომ CUE-ს დიპლომირებული მედიკოსის ინგლისურენოვან პროგრამაზე ჩარიცხვა მხოლოდ ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხორციელდება.

შეხვედრა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის, ასევე მედიცინის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა.