“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის“და „ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: “საგრანტო განაცხადის წერა და ფონდების მოძიება” ჩატარდა.
ორდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნენ საერთაშორისო დაფინანსების ძირითად შესაძლებლობების, სხვადასხვა ფონდების სპეციფიკის, საპროექტო განაცხადის სტრუქტურის ლოგიკისა და პრაქტიკულ ასპექტების შესახებ.
ტრენინგი თეორიასთან ერთად, ორიენტირებული იყო პრაქტიკული უნარების განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია განაცხადის მომზადებისას.
ტრენინგს უძღვებოდა ლუკა ქემოკლიძე, ინოვაციის მენეჯმენტის დოქტორი და საგრანტო დაფინანსების კონსულტანტი,სპეციალიზებული Horizon Europe-სა და სხვა საერთაშორისო პროგრამების განაცხადების მომზადებასა და მართვაში.