სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის სიახლეები

აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ტრენინგი – “საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის სტრატეგიები და პრაქტიკა” ჩატარდა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” და “ევროპის უნივერსიტეტის“ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით, აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის ონლაინ ტრენინგი თემაზე: “საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის სტრატეგიები და პრაქტიკა” ჩატარდა.

ტრენინგის მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის ძირითადი ინსტრუმენტების – COST Action, Horizon Europe, ასევე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროგრამებისა და ევროპულ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

ტრენინგის მიმდინარეობისას, მონაწილეები გაეცნენ პრაქტიკულ გზებს საერთაშორისო კვლევით ქსელებში ჩართვისა და დაფინანსების მოპოვებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ ქართველოლოგიური ცენტრების შესაძლებლობებს.

ტრენინგს პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი ნინო მაჩურიშვილი უძღვებოდა.