“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი” ერაზმუს+ საერთაშორისო საზაფხულო სადოქტორო სკოლაში მონაწილეობის მისაღებად შიდა შესარჩევ კონკურსს აცხადებს. აღნიშნული მობილობა გაიმართება ბულგარეთის ქალაქ ველიკო ტარნოვოში მდებარე წმინდა კირილესა და მეთოდეს სახელობის უნივერსიტეტში.
საზაფხულო სადოქტორო სკოლა ჩატარდება 2026 წლის 17–28 აპრილს. პროგრამა მოიცავს აკადემიური კომუნიკაციის, კვლევითი უნარებისა და პროფესიული განვითარების მიმართულებებს.
შიდა შესარჩევი კონკურსის შედეგად შეირჩევა ხუთი (5) დოქტორანტი. შერჩეული მონაწილეები მიიღებენ ერაზმუს+ გრანტს, რომელიც ფარავს 12 დღის საცხოვრებელ ხარჯებსა და 2 მგზავრობის დღეს. თითოეულ მონაწილეზე გათვალისწინებული დაფინანსების საერთო ოდენობა შეადგენს 1 381 ევროს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა დააფიქსირონ ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შევსებით https://forms.gle/huzDKPsv3Cz8mKzw7
2025 წლის 29 დეკემბრის 12:00 საათამდე.
დოქტორანტთა შერჩევა განხორციელდება საკომისიო წესით. შესარჩევი გასაუბრება ჩატარდება ინგლისურ ენაზე, 2026 წლის 6 იანვარს, 10:00 საათზე, დისტანციურ რეჟიმში, Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.
კონკურსის შედეგები გამოცხადდება იმავე დღეს.