“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა სამუშაო შეხვედრა საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელებთან, ფაკულტეტის ადმინისტრაციასთან და სასწავლო პროცესის მართვის სამსახურთან.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს უნივერსიტეტში დანერგილი სტუდენტთა კონტინგენტის დაგეგმვის მეთოდოლოგია, პროცეში ჩართული მხარეების როლები და მათი ფუნქციები.
განსახილველ საკითხებს შორის იყო როგორც რაოდენობრივი დაგეგმვის მექანიზმები, ისე სტრატეგიული მიდგომები, რომლებიც უზრუნველყოფს კონტინგენტის დაგეგმვის პროცესის გამჭვირვალობასა და ეფექტიანობას.