საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია: “აღმოაჩინე ინფლუენსერ მარკეტინგის ძალა“ გაიმართა

16 ოქტომბერს, “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტმა” ალბერტას კოლეჯის (ლატვია) პროფესორს ილზე კრუმინას უმასპინძლა.

პროფესორმა საჯარო ლექცია თემაზე: “აღმოაჩინე ინფლუენსერ მარკეტინგის ძალა“ ჩაატარა.

ლექციის ფარგლებში, პროფესორმა ილზე კრუმინამ დეტალურად მიმოიხილა ინფლუენსერ მარკეტინგის არსი და მისი გავლენა ბრენდების ცნობადობის ამაღლებაზე თანამედროვე მარკეტინგული გარემოს კონტექსტში.

ამასთან, მომხსენებელმა ისაუბრა თანამედროვე ბიზნეს-ეკოსისტემაში ინფლუენსერ მარკეტინგის ისეთ ასპექტებზე, როგორებიცაა კრეატიულობა, მონაცემთა ანალიზის მნიშვნელობა და სამართლებრივი პასუხისმგებლობა.