მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, საერთაშორისო ურთიერთობების სიახლეები

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის ლექტორი “ერაზმუს+” საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში რუმინეთში იმყოფებოდა

ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მედიცინის ლექტორი ქეთევან უკლება “ერაზმუს+” საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში იმყოფებოდა, სადაც ტიტუ მაიორესკუს უნივერსიტეტში ლექცია თემაზე: “Quincke’s edema as a life- threatening pathology. Ways to avoid it – treatment and prevention” წაიკითხა.

სალექციო კურსის ფარგლებში განხილული იყო როგორც სხვა აქტუალური სამედიცინო თემები, ასევე საქართველოს კულტურა და ისტორია.

“ერაზმუს+” საერთაშორისო აკადემიური მობილობის პროგრამის მიზანია საერთაშორისო გამოცდილებისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. ამ ეტაპზე ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი 21 ქვეყნის 68 უნივერსიტეტთან თანამშრომლობს.