ევროკავშირის 2025 წლის ERASMUS+ CBHE (Capacity Building in Higher Education) „საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებში კვლევისა და ინოვაციების შესაძლებლობების გაძლიერება“ (ERIC-GE) ფარგლებში. პირველი ეროვნული შეხვედრა (National Meeting) თბილისში, ახალი უმაღლესი სასწავლებელი ნიუ უნიში გაიმართა.
შეხვედრაში „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტიდან“ მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის რექტორი ბატონი გოჩა თუთბერიძე, სტრატეგიული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი დათუაშვილი და ეკონომიკის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი გოჩა უგულავა.
შეხვედრის ფარგლებში პროექტის მონაწილე უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს გააცნეს საკუთარი ინსტიტუციური გამოცდილება, განიხილეს პროექტით განსაზღვრული სამუშაო პაკეტები, მათი მიზნები და მოსალოდნელი შედეგები, ასევე შეთანხმდნენ პროექტის განხორციელების გრაფიკსა და შემდგომ სამოქმედო ნაბიჯებზე.
პროექტს კოორდინაციას უწევს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტი „ტექინფორმი“.წარმოადგენს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, განამტკიცოს თავისი კვლევითი და საგანმანათლებლო პოტენციალი და, გააფართოოს საერთაშორისო თანამშრომლობა.ERIC-GE პროექტის ფარგლებში, უნივერსიტეტი აქტიურად ჩაერთვება ინოვაციური მიდგომების დანერგვაში, ასევე ახალგაზრდა მკვლევრებისა და სტუდენტების კვლევითი შესაძლებლობების გაძლიერებაში.
ERIC-GE პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით მომდევნო ორი წლის განმავლობაში განხორციელდება და მასში მონაწილეობს ექვსი ქართული და ორი ევროპული უნივერსიტეტი. პროექტის მთავარი მიზანია კვლევისა და ინოვაციების საერთაშორისო ინტეგრაციის ხელშეწყობა, რაშიც „ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი“ ერთ-ერთ აქტიურ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.