“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტსა” და “ინტერნაპა კოლეჯს” (INC) (კვიპროსი) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ხელშეკრულება ერთობლივი კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, სტუდენტებისა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობის ხელშეწყობასა და განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.
“ინტერნაპა კოლეჯი” (INC) არის კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც დაარსდა 2003 წელს და მდებარეობს სოტირაში, ფამაგუსტაში, კვიპროსი. კოლეჯი გთავაზობთ აკადემიურ პროგრამებს ძირითადად ტურიზმისა და ბიზნესის მიმართულებით.
მუდმივად ცვალებად, გლობალურ სამუშაო ბაზართან გამკლავების მიზნით, ინსტიტუტი, სტუდენტებს პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში ეხმარება.