სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სიახლეები, სხვადასხვა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტსა” და “ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

4 დეკემბერს, “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტსა” და “ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები თანხმდებიან თანამშრომლობაზე, რომლის ფარგლებშიც ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის სტუდენტები პროფესიული პრაქტიკის გავლას შეძლებენ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. თანამშრომლობა მიზნად ისახავს ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, სამართლის, კომპიუტერული მეცნიერების, აღრიცხვა–აუდიტისა და ფინანსების საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის რეალურ სამუშაო გარემოში პროფესიული გამოცდილების დაგროვებასა და პრაქტიკული უნარების განვითარებას.

თანამშრომლობა ასევე მოიცავს უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება – განახლების პროცესში ჩართულობას, ერთობლივი კონფერენციების, სემინარების, ტრენინგების, სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და დასაქმების ფორუმების ორგანიზებასა და განხორციელებას.

ურთიერთთანამშრომლობის, მემორანდუმს ხელი მოაწერეს,”ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის რექტორმა”, გოჩა თუთბერიძემ და “ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ” გიორგი ჭიღვარიამ.