სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” შეხვედრა თემაზე “AI ტრანსფორმაცია და კარიერა ტექნოლოგიების ერაში” გაიმართა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” 8 აპრილს შეხვედრა თემაზე “AI ტრანსფორმაცია და კარიერა ტექნოლოგიების ერაში” გაიმართა.

შეხვედრის ფარგლებში მიმდინარეობდა  შემდეგი საკითხების განხილვა:

  • როგორ მუშაობს AI რეალურად HR და რეკრუტინგში;
  • რომელი პროფესიები და ინდუსტრიები იცვლება ყველაზე სწრაფად;
  • რომელი უნარები იქნება ყველაზე მოთხოვნადი უახლოეს წლებში;
  • როგორ ააწყო კარიერა დღეს, როცა წესები მუდმივად იცვლება;

შეხვედრას გაუძღვა სულხან სახვაძე – HR, Helio.AI-ს თანადამფუძნებელი და პროდუქტის მთავარი ოფიცერი (CPO), TBC ბანკის თანამშრომელთა ჩართულობისა და მოტივაციის პარტნიორი, ასევე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და BTU-ს მოწვეული ლექტორი ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში მიმდინარეობდა, მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაესვათ კითხვები და გაეზიარებინათ საკუთარი მოსაზრებები რეკრუტინგის თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით.

ვორქშოპი “ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის” სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ეგიდით განხორციელდა.