“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტის” სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტისა და “ევროპის უნივერსიტეტის” სამართლის ინსტიტუტის ორგანიზებით საჯარო ლექცია თემაზე: „ღირებულებებზე დაფუძნებული თუ ხელშეკრულებებით შეზღუდული? პოზიტიური ვალდებულებების მნიშვნელობა ევროკავშირის სისხლის სამართალში“ გაიმართა.
ლექციას წარუძღვა სორენ ვერდონერი (Søren Verdoner), სისხლის სამართლის პროფესორი ორჰუსის უნივერსიტეტიდან (Aarhus University, დანია) რომელმაც აუდიტორიას ევროკავშირის სისხლის სამართლის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური და თეორიულად მნიშვნელოვანი საკითხები გააცნო.
მომხსენებელმა ყურადღება გაამახვილა ისეთ საკითხზე როგორიცაა – უნდა განისაზღვროს თუ არა ევროკავშირის სისხლის სამართლის პოლიტიკა მხოლოდ ხელშეკრულებებით მინიჭებული კომპეტენციების ფარგლებში, თუ იგი ასევე უნდა ეფუძნებოდეს ევროკავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებს და მათ პრაქტიკულ განხორციელებას. ლექციის ფარგლებში განხილულ იქნა პოზიტიური ვალდებულებების კონცეფცია, როგორც სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლოა განსაზღვრავდეს ევროკავშირის აქტიურ როლს ღირებულებების დაცვის პროცესში.
დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კრიტიკულ კითხვას, რამდენად მოქმედებს ევროკავშირი საკუთარი ღირებულებების დაცვისას სისხლის სამართლის სფეროში ხელშეკრულებებით განსაზღვრულ საზღვრებში და ხომ არ სცდება ზოგიერთ შემთხვევაში ამ სამართლებრივ ჩარჩოს.
ღონისძიება ჩატარდა ინტერაქციულ ფორმატში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ კითხვები და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.