‘’ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტს’’ სტუმრობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის პრევენციის ეროვნული მექანიზმების დეპარტამენტის წარმომადგენლები.
შეხვედრის თემა შეეხო წამების არასათანადო მოპყრობის პრევენციას საქართველოში და ასევე, საუბარი იყო დახურულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე.
შეხვედრას უძღვებოდნენ ნიკა კვარაცხელია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თბილისის ოფისის პრევენციის ეროვნული მექანიზმის დეპარტამენტის უფროსი და თამარ ხოხობაშვილი, ამავე დეპარტამენტის წარმომადგენელი.
შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო და მიზნად ისახავდა სტუდენტებისა და აკადემიური საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების შესახებ დახურულ დაწესებულებებში.