3 დეკემბერი – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღე საქველმოქმედო აქციით აღნიშნა ქუთაისის უნივერსიტეტმა: უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები ტორტითა და ტკბილეულით ხელდამშვენებულები ესტუმრენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საბავშვო დღის ცენტრ ,,ჯადოსნურ სამყაროს“.
სტუმრებითა და საჩუქრებით გახარებულმა ბავშვებმა სურვილი გამოთქვეს, რომ პატარა კონცერტი მოეწყოთ: მათ წაიკითხეს ლექსები, იმღერეს და დიდი მადლობა გადაუხადეს ყველას მონახულებისათვის.