მედიცინის ფაკულტეტის სიახლეები, საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის სამსახურის სიახლეები

“ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” საჯარო ლექცია თემაზე: “თვითდიაგნოზის რისკები ციფრულ ეპოქაში” გაიმართა

20 აპრილს “ევროპის ცენტრალურ უნივერსიტეტში” სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია თემაზე: “თვითდიაგნოზის რისკები ციფრულ ეპოქაში” გაიმართა.

ლექციას მედიცინის ფაკულტეტის მოწვეული ლექტორი თამარ ბაქრაძე უძღვებოდა, რომელმაც  ადამიანის ჯანმრთელობაზე, თვითდიაგნოზს და თვითმკურნალობის არასწორ პრაქტიკებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაესვა ექიმის როლს, სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის პროცესში.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აქტიურად ჩაერთნენ კითხვა-პასუხის რეჟიმში და განიხილეს თვითდიაგნოზს და თვითმკურნალობასთან დაკავშირებული მითები.

ღონისძიება მედიცინის ფაკულტეტისა და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის თანამშრომლობით გაიმართა.