სტუდენტთა და კურსდამთვრებულთა მომსახურების ცენტრის სიახლეები

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” ვორქშოპი “სამოტივაციო წერილის წერა და LinkedIn-ის ეფექტური მართვა” გაიმართა

“ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტში” კარიერული უნარების ვორქშოფების სერიების ფარგლებში, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა მომსახურების ცენტრის ორგანიზებით, ვორქშოფი თემაზე “სამოტივაციო წერილის მომზადება და LinkedIn-ის პლატფორმის ეფექტური მართვა” გაიმართა.

შეხვედრაზე სტუდენტებმა მიიღეს რეკომენდაციები თუ როგორ შექმნან ეფექტური სამოტივაციო წერილი. გაეცნენ საკუთარი უნარებისა და გამოცდილების სწორად წარმოჩენის სტრატეგიებს, ასევე LinkedIn პროფილის პროფესიონალურად მართვისა და პერსონალური ბრენდის ფორმირების ძირითადი პრინციპები პრაქტიკული მაგალითების გარჩევით.

სემინარს უძღვებოდა ამერიკელი მშვიდობის კორპუსის მოხალისე აარონ ვოიდა, სამეცნიერო ინტელექტუალურ კლუბ “თაობათა დიალოგში”.