2015 წლის აპრილში დასრულდა ერაზმუს მუნდუსის (Erasmus Mundus) გაცვლითი პროგრამის HUMERIA პროექტის შესარჩევი კონკურსი, რომელშიც გაიმარჯვეს ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და მოიპოვეს 100%-იანი დაფინანსება.
გამარჯვებული სტუდენტები ოთარი მიქაძე, ნათია კორსანტია და გიორგი ჩიხლაძე 2015 წლის სექტემბრიდან სწავლას განაგრძობენ რუმინეთში, კერძოდ, ბაბეშ-ბოლიაის უნივერსიტეტში http://www.ubbcluj.ro/en/ .
ქუთაისის უნივერსიტეტის ადმინსიტრაცია ულოცავს გამარჯვებულ სტუდენტებს და უსურვებს მათ წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში.