ქუთაისის უნივერსიტეტმა წელს უკვე მეხუთედ მიიღო მონაწილეობა დასაქმების ფორუმში, ამ პროექტის დახმარებით უკვე დასაქმებულია უნივერსიტეტის არაერთი კურსდამთავრებული.
8 მაისს ბათუმში სასტუმრო ,,შერატონში“ ჩატარდა დასაქმების ფორუმი – 2015. ქუთაისის უნივერსიტეტის მეოთხე კურსის მაღალი რეიტინგისა და გამორჩეული აქტივობის სტუდენტებმა რექტორატის ინიციატივითა და მხარდაჭერით მონაწილეობა მიიღეს აღნიშნულ ფორუმში, სტუდენტები შეხვდნენ საბანკო, სადაზღვევო და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს. გაეცნენ მათ მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებს, ადგილზე მოხდა გასაუბრება და სურვილისამებრ დატოვეს შევსებული სააპლიკაციო ფორმები. ვუსურვოთ ფორუმის მონაწილეებს დასაქმების რეალური შანსის გამოყენება და წარმატებები.