მიმდინარე წლის 8 მაისს გაიმართა ქუთაისის უნივერსიტეტის ეკონომიკის დეპარტამენტის სხდომა, რომელზეც მოეწყო დოქტორანტ მირზა ხიდაშელის საკვალიფიკაციო ნაშრომის „საქართველოს საფინანსო სისტემის პერსპექტივები პოსტ-კრიზისული გამოწვევების ფონზე“ (ხელმძღვანელი პროფ. გოჩა თუთბერიძე) წინასწარი განხილვა.
სხდომაში მონაწილეობდნენ პროფესორები: ნ. ჩიხლაძე, ლ. ელიავა, ი. არჩვაძე, ასოცირებული პროფესორები: ნ. ხაზარაძე, კ. გაბელაშვილი, გ. შანიძე, ვ. გურაბანიძე, დ. მაღლაკელიძე, ხ. შალამბერიძე, გ. უფლისაშვილი, ე. ბაბუნაშვილი, თ. ვალიშვილი, ს. სვანაძე, ასისტენტ პროფესორები – ა. იფშირაძე, მ. ყიფიანი, რ. კამლაძე.
დოქტორანტმა მოახდინა თემის პრეზენტაცია, დაასაბუთა თემის აქტუალობა, წარმოაჩინა კვლევის შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები. შემდგომ, თავიანთი შეფასებები წარმოადგინეს სადისერტაციო საბჭოს მიერ დანიშნულმა ექსპერტებმა, ასოც. პროფესორებმა: გურამ უფლისაშვილმა, ხათუნა შალამბერიძემ და ეკა ბაბუნაშვილმა.
სხდომის გადაწყვეტილებით, საკვალიფიკაციო ნაშრომის მიეცა შემდგომი მსვლელობა.