მიმდინარე წლის 17 აპრილს, ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მოწვევით, ბრიტანელმა კლინიცისტმა ქეით უილდთმა, ონლაინ საჯარო ლექციის ფარგლებში, ისაუბრა მის პირად და პროფესიულ გამოცდილებაზე ფსიქიატრიაში და ხშირად უგულებელყოფილ საკითხზე: ინფორმირებულ თანხმობაზე სტუდენტებთან.
გავრცელებული ფსიქიატრიული პარადიგმები, ხშირად ყალიბებს იძულებით მკურნალობას, რაც პირდაპირ აისახება ყველაზე ძირითადი ეთიკური პრინციპის – ინფორმირებული თანხმობის იგნორირებაზე.
შეხვედრაზე განხილული იქნა ფსიქიკური ჯანმრთელობა – არა როგორც მეთვალყურეობისა და შესაბამისობის სისტემა, არამედ როგორც ნდობის, ავტონომიისა და ურთიერთდახმარების ფენომენი. აღსანიშნავია, რომ შეხვედრისას ქეით უილდთმა ასევე წიგნის „შეუსაბამო გონება: ექიმის ისტორია ტრავმის, განთავისუფლებისა და განკურნების შესახებ“ პრეზენტაცია მოახდინა, რომლის ავტორი თავად გახლავს.